wishlist

ორეგანოს თესლი - (Origanum Vulgare) – 30 ც.

მწავნილების & არომატული მცენარეების თესლი
3.5b 2.5b

მრავალწლიანი მცენარე, დაახლოებით 50 სმ სიმაღლისა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არომატული ბალახია კულინარიაში. ძალიან სურნელოვანია გაშრობისას. გამოიყენება როგორც ნედლი, ასევე მშრალი სახით პიცაში, სოუსებში, სუპებში და სხვა.

ჰიპოკრატე ორეგანოს იყენებდა როგორც ანტისეპტიკად, ასევე კუჭისა და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. მას დღესაც იყენებენ საბერძნეთში ყელის ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებად. ორეგანოს ასევე აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, ფენოლის მჟავების და ფლავონოიდების მაღალი შემცველობის გამო.

თესვა: თებერვალ-მარტში (საჩითილედ).

მოსავლის აღება: ყვავილობის წინ, წელიწადში ორი მოსავალი.




მსგავსი პროდუქცია

to-top