ბაზილიკის თესლი - ჯენოვეზე (Genovese) - 30 ც.
მწავნილების & არომატული მცენარეების თესლიჯენოვევზე ბაზილიკის კლასიკური იტალიური ჯიში. სახელწოდება "Basilico Genovese" დაცულია ევროკავშირის მიერ „წარმოშობის დაცული დასახელების“ სერთიფიკატით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბაზილიკია, რომელიც გამოიყენება კულინარიაში, პესტოს დასამზადებლად, სოუსებში და სხვ. აქვს ღია მწვანე, საშუალო ზომის ფოთლები. გამოირჩევა შესანიშნავი სურნელით პიტნის სუნის გარეშე.
ვარგისია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში (სათბურში) გაშენებისთვის მთელი წლის განმავლობაში.
თესვა: მარტი-აპრილი (ღია გრუნტში)
მოსავლის აღება: დათესვიდან 30/50 დღე