wishlist

კოლრაბის (კეჟერა) თესლი - ვენერ ბლუ (Wener Blue) – 25 ც.

ბოსტნეულის თესლი
4b 2.5b

მეწამული ფერის კოლრაბი ვენერ ბლუ მიეკუთვნება ძვირფას კომბოსტოს ბოსტნეულს. გამოირჩევა დამახასიათებელი, რბილი და სასიამოვნოდ ხრაშუნა ტექსტურით. ბოლქვის შეფერილობა გარედან მეწამულია, მაგრამ შიგთავსი მოკრემისფრო თეთრია, წვნიანი და ძალიან გემრიელი. ბოლქვის წონა 150-200 გრამია. გამოიყენება როგორც უმად, ცალკე საჭმელად ან სალათების სახით; ასევე მოხარშული სახით კერძებში და სუპებში. იგი მიეკუთვნება ყველაზე სასურველ კოლრაბის ჯიშს. მოსავლის აღება შესაძლებელია გაზაფხულზე, თუმცა შემოდგომაზეც კარგ მოსავალს იძლევა. ეს კოლრაბი საშუალოდ ადრეული კულტურაა, ვეგეტაციის პერიოდი დათესვიდან 50-55 დღე.

  • თესვა საჩითილედ: ივნისი - ივლისი
  • გადარგვა: ივლისი - აგვისტო
  • მოსავლის აღება: სექტემბერი - დეკემბერი

 




მსგავსი პროდუქცია

to-top