ტკბილი წიწაკის თესლი - ტოპეპო როსო (Topepo Rosso) – 15 ც.
ბოსტნეულის თესლიიტალიური ჯიში, ტკბილი და არომატული ნაყოფით, რომელსაც ასევე უწოდებენ პომიდორ-წიწაკას. არის სქელკანა და ხრაშუნა. დამახასიათებელია მრგვალი შებრტყელებული ფორმა. ჰგავს მინი ბიფშტეკის პომიდორს, სიგანე დაახლოებით 5 სმ აქვს. მწიფდება გადარგვიდან 100 დღეში, როდესაც ფერი მუქი მწვანედან წითელში გადადის. აქვს წიწაკის არომატი, მაგრამ ძალიან ტკბილია. ტოპოპო როსოს მცენარეები ძალიან ნაყოფიერია და იზრდება 60-დან 100 სმ-მდე სიმაღლის. შეგიძლიათ გაზარდოთ როგორც ღია გრუნტში, მზიან ადგილზე, ასევე სათბურში. მდიდარია A, B და განსაკუთრებით C ვიტამინებით (ფორთოხალზე მეტსაც კი შეიცავს) და ანტიოქსიდანტებით. გამოიყენება სამწნილედ, ფარშირებისთვის, სალათებში და სხვა.